68 წლის ფლორიდელი როდნი კამაუფი და მისი მეგობრები პიკნიკის გასამართად ბუნების წიაღში, წყლის პირას მოკალათდნენ.
ის იყო, ბუტერბროტები გაამზადეს, რომ წყალსატევიდან უზარმაზარი ალიგატორი ამოცოცდა.
დაუპატიჟებელ სტუმარს მამაკაცებისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია და გაშლილ სუფრასთან მოკალათდა.
მოპიკნიკეები გაიქცნენ – “ძალიან შეგვეშინდა. თავიდან არც გვეგონა, რომ მხოლოდ ბუტერბროტები აინტერესებდა. იმხელა იყო, ვერანაირად ვერ გავაგდებდით. მოშორებით ვიდექით და ვუყურებდით, როგორ შეგვიჭამა ყველაფერი. ალიგატორი ალბათ ფიქრობდა, რომ პიკნიკი სპეციალურად მისთვის მოვაწყვეთ… მომავალში წყალთან ახლოს პიკნიკს აღარასდროს დავგეგმავ”, – განაცხადა აღშფოთებულმა როდნიმ.