რამდენიმე დღის წინ დაკარგული 7 წლის ზაინაბი ნაგავსაყრელზე იპოვეს. ბავშვი გაუპატიურებული და გაგუდულია. ცხედრის პოვნის შემდეგ, ქალაქ კასურში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მოსახლეობა დამნაშავის დასჯას მოითხოვს. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მოძალადეს ხელს აფარებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 12 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, თორმეტიდან ხუთ შემთხვევაში, ძიების კვალი ერთ დამნაშავემდე მიდის. ქვეყნის მაშტაბით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და 90 შესაძლო ეჭვმიტანილის დნმ-ანალიზიც ჩატარდა.
აქციის დროს ორი მომიტინგე პოლიციასთან შეტაკებას ემსხვერპლა.