ბრიტანელმა მუსიკოსმა პოლ ბარტონმა ტაილანდში ბრმა სპილოებისთვის ბეთჰოვენის ნაწარმოებების შესასრულებლად პიანინო მთებში აიტანა…
თურმე, ტაილანდელებს მიაჩნიათ, რომ შინაურ სპილოებს ადამიანისა თუ მორების სატარებლად მხედველობა არ სჭირდებათ და უფრო მორჩილნი რომ გახდნენ, ხშირად თვალებს თხრიან!
ხოლო მოხალისეები, მათ შორის ბარტონიც, ბრმა ცხოველებს სპეციალურ თავშესაფრებში უვლიან.
ბარტონი მათ არა მარტო უვლის, არამედ ამ პრობლემისთვის მსოფლიოს ყურადღების მიქცევასაც ცდილობს – სწორედ ამიტომ გაუმართა საკუთარი 50 წლისთავის აღსანიშნავად რამდენიმესაათიანი კონცერტი ინვალიდ სპილოებს.