ნოდარ დუმბაძეს, ისევე როგორც ყველა ჭეშმარიტ გურულს, ადესას მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები გააჩნდა. თავის “სიყრმის სიყვარულს” მაშინაც კი არ ღალატობდა, როდესაც მეორედ გადატანილი ინფარქტის შემდეგ ექიმებმა სასმლისკენ გახედვაც კი აუკრძალეს. ერთხელაც მწერალმა სტუმრების მოლოდინში აივანზე მდგარ ადესით სავსე 20-ლიტრიან შტოფს “მიაკითხა” და ოთახში შემოსატანად ხელი წაავლო. ამას თვალი მოჰკრა მისმა მეუღლემ და შეშფოთებულმა შესძახა:
_ რას აკეთებ, ხომ იცი ექიმმა მძიმეს აწევა აგიკრძალა!
_ აბა, რა ვქნა, “შტოფი” ოთახში თავისით შემოვა? – უპასუხა გაბრაზებულმა ბატონმა ნოდარმა.
_ ისე უყურებ, ნამდვილად შემოვა,- – მიიღო პასუხად ქალბატონი ნანულისაგან, რომელიც მეუღლეს მოსწრებული სიტყვით დიდად არ ჩამორჩებოდა.