ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში კალანდობის ტრადიციულ დღესასწაულს აღნიშნავენ.
დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე მოადგილეებთან ერთად, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, პარლამენტარი მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ასევე, ლანჩხუთის მერი ალეკო სარიშვილი ესწრებოდნენ.
სტუმრებმა საქართველოს შობა-ახალი წელი და კალანდა მიულოცეს.
რადიანების მუზეუმში ტრადიციული თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა.