დღეს, დაახლოებით, ხუთ საათზე ქვემო ქართლში ყველაზე დიდი ბაზრის, რუსთავის “სტამბოლის ბაზრის” ადმინისტრაციის შენობაში იპოვეს ბაზრის მეპატრონის, სოსო (სამსონ) ქუთათელაძის ცხედარი. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.