ფილიპინებში ვულკანის გააქტიურების გამო სკოლები დაიკეტა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვულკან მაიონიდან ლავა და ფერფლი ამოდის, რომელიც ვულკანთან ახლოს მდებარე ქალაქებისკენ ვრცელდება.
როგორც ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტში აცხადებდნენ, სახიფათო ამოფრქვევა ნებისმიერ დროს შეიძლება დაწყებულიყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, სწავლის შეჩერებამ მთავრობას საშუალება მისცა სკოლის შენობები დროებით თავშესაფრებად გამოიყენოს.