იტალიურ სოფელ კაზალ-დი პრინჩიპეში უცნაური ქორწილი გაიმართა, რომელშიც, თითქმის მთელ მოსახლეობას მოუწია მონაწილეობის მიღებამ.
საქმე ის არის, რომ პატარძლის, ელენ დე ანჯელისის საქორწილო კაბა და ფატა მეტად უჩვეულო გახლდათ – კაბის შლეიფის სიგრძე 3,2 კმ-ს, ხოლო ფატის სიგრძე 3 კმ-ს აღწევდა!
ბუნებრივია, ეკლესიისკენ მიმავალ საპატიო ცერემონიაზე მისი კაბისა და ფატის დასაჭერად სოფლის მთელი მოსახლეობა გახდა საჭირო.
რასაკვირველია, პატარძლის სამოსი, რომლის დასამზადებლად დიზაინერ ჯანი მოლინაროს 6 კმ სიგრძის აბრეშუმის ნაჭერი დასჭირდა, უკვე მოხვდა გინესის წიგნში. წინა რეკორდი ჰოლანდიის ქალაქ ზუტერმერში მცხოვრებ პატარძალს ეკუთვნოდა, რომლის ჯვარსაწერი კაბის შლეიფის სიგრძე 2,5 კმ გახლდათ.