ლანჩხუთის საკრებულოში მმართველი გუნდის წიაღიდან კიდევ ერთი ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“ აღმოცენდა, რომელსაც თავმჯდომარეობას ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა წულაძე გაუწევს. წულაძესთან ერთად ფრაქციაში მამათისა და აცანის მაჟორიტარები _ ოთარ პატეიშვილი და ემზარ თედორაძე იქნებიან.
ეს ლანჩხუთის საკრებულოში რიგით მეხუთე ფრაქციაა და, დიდი ალბათობით, არა _ უკანასკნელი.
ცნობისთვის, თავდაპირველად ფრაქცია „ოცნება“ შეიქმნა, შემდეგ მმართველი გუნდის დეპუტაციის ნაწილი ორ ფრაქციაში _ „კონსერვატორებსა“ და „მრეწველებში“ გადანაწილდა. გარდა ამისა, ფრაქცია „ნაციონალებმაც“ შექმნეს „პატრიოტების“ კვოტით გასულ დეპუტატთან შეთანხმებით.