პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „გურია ნიუსთან“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ საუბრობს. პოლიტოლოგის თქმით, მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს.
,,რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატს, ,,ქართული ოცნება“ არ არსებობს, როგორც ერთიანი მონოლითური პოლიტიკური ძალა, პარტიაში არის პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებსაც თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლებათ. პროგნოზირება იმისა, თუ როგორ განვითარდება შიგა, ხალიჩის ქვეშა თამაშები, ძნელი სათქმელია მაშინ, როცა ,,ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი”, _ განაცხადა ხუხაშვილმა.