„ინდივიდები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ კანაფს ან სიგარეტს 2-3-ჯერ ეზრდებათ ფსიქოზით დაავადების რისკი“, _ამის შესახებ CNN-ის ინფორმაციით ბრისტოლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა იუწყება.
„კანაფს უმეტესობა თამბაქოსთან ერთად მოიხმარს. ამიტომ ვერ გამოვრიცხავთ კავშირს ფსიქოზის გამოწვევასთან კანაფის და სიგარეტის კომბინირებული მოხმარების შედეგად“, _ამბობენ მკვლევარები.
როგორც ცნობილია კვლევის ჩასატარებლად ბრიტანეთში ბრისტოლის ტერიტორიაზე მცხოვრები 14-19 წლამდე ასაკის 3 328 მოზარდის მონაცემები შეისწავლეს.
მონაცემების ანალიზის შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი ადრეულ ასაკში სიგარეტის მოწევასა და 18 წლის ასაკში განვითარებულ ფსიქოზს შორის.
კვლევის მიხედვით, მოზარდებში, რომლებიც თამბაქოს მოიხმარენ 4.3%-ით უფრო მეტად ვლინდება ფსიქოზი, ვიდრე მოზარდებში რომლებიც მისი მომხმარებლები არ არიან.
ამავე კვლევის მიხედვით, ფსიქოზის გამოვლინების შემთხვევები კანაფის მომხმარებელ მოზარდებშიც ხშირია.
მკვლევარებმა იმის დასადგენად ახდენს თუ არა გარეფაქტორები მსგავს გავლენას მოზარდებზე, მათ შეისწავლეს სოციალური კლასი, ალკოჰოლის გამოყენების, ბულინგის შემთხვევები.
ამ მონაცემების დამუშავების შედეგად კი სიგარეტის მოხმარების შედეგად გამოწვეული ფსიქოზის შემთხვევები შემცირდა, თუმცა კანაფის მოხმარების შედეგად გამოწვეული ფსიქოზით დაავადებულთა რიცხვი კი უცვლელი დარჩა.