ძლიერი ქარიშხლის გამო ჰოლანდიის ხელისუფლებამ ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტიდან ყველა რეისი შეაჩერა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შტორმის გამო შეჩერებულია ასევე სარკინიგზო მიმოსვლა.
როგორც ცნობილია, ქარიშხალმა რომლის სიჩქარეც 140 კილომეტრია საათში ხეების წაქცევა და სატვირთო ავტომობილების გადაყირავება შეძლო.