თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
ახალგზარდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაცვის თანამშრომლების თქმით, უსაფრთხოების ზომები მშენებარე ობიექტზე დაცულია. ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ დაშავებულს შესაძლოა, საქამრე გაუტყდა და ამიტომ ჩამოვარდა. როგორც ისინიამბობენ, შენობიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ჩაფხუტი არ ეხურა.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.