როგორც აღმოჩნდა, არსებობს არა მარტო მფრინავი ციყვი, თევზი და გველი, არამედ ხვლიკიც – კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ბინადარი აგამების ერთ-ერთი სახეობა _ “მფრინავი დრაკონი”.
დრაკონი, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, 30-40 სმ სიგრძის მომწვანო ხვლიკია, “ფრთები” კი სხვადასხვა ფერისაა.
სინამდვილეში “ფრთა” გოფრირებული, დანაოჭებული კანია, რისი მეშვეობით ხვლიკს ფრენა 60 მ მანძილზე შეუძლია. ხვლიკი მწერებით იკვებება, რომელთაც ხიდან ხეზე გადაფრენისას იჭერს. ჩვეულებრივ, დრაკონი შეუმჩნევლად ზის ხის კენწეროზე და საჭიროების შემთხვევაში ელვისებური ნახტომით იწყებს ჰაერში მოძრაობას. რასაკვირველია, სინამდვილეში ეს ფრენა კი არა, პლანირებაა თუმცა, დრაკონი ძალიან დახელოვნებული “მფრინავია”.