ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განმარტებით, მას დამატებით ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. სამი დაშავებულიდან, ერთის მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ის გვიან ღამით რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.
მას ქალატვინის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ზედა კიდურის დაზიანება აქვს მიღებული. დანარჩენი ორი დაშავებული ხაშურის საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.
პროფაკავშიორების წარმომადგენლები შემთხვევისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საუბრობენ. უკვე ცნობილია, რომ სარკინიგზო გვირაბში მომხდარ ფაქტს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის.
“დარღვეულია ყველანაირი სტანდარტები, ყველანაირი ნორმები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, არც იმ კომპანიაში, სადაც ეს ადამიანები მუშაობდნენ, ზოგადად, საქართველოში შრომა არ არის უსაფრთხო. ნებისმიერ ორგანიზაციაში, სამშენებლო კომპანიები, შეახტები თუ გვირაბები, ყველგან ანალოგიური სიტუაციაა, ადამიანები იღუპებიან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არსებობს სტანდარტი და მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც გააკონტროლებს საქართველოში უსაფრთხო შრომას,” – აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება გუშინ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.