Developed By Web Features 2024 © All rights reserved
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდში, საერთო ჯამში, პოლიტიკურმა პარტიებმა 27 270 568 ლარი დახარჯეს.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ანგარიში 2017 წლის 1 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით წარმოდგენილია ინფორმაცია საანგარიშგებო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ განხორციელებული ხარჯებისა და შემოსავლების, სამსახურში შემოსული საჩივრებისა და მონიტორინგის შედეგების შესახებ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებულ რეაგირებებზე.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა – 17 600 948 ლარი პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დახარჯა.
ამავე ანგარიშით, 2 078 378 ლარი დახარჯა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 1 523 360 ლარი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, 1 484 891 ლარი – პარტიამ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
რაც შეეხება შემოწირულებებს, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა შემოწირულებამ ჯამშჲ 16 418 892 ლარი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მიიღო – 14 815 653 ლარი, რომელსაც მოსდევს „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 951 834 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 122 496 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 66 392 ლარი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved