ოზურგეთის სამეანო სამსახურის მედ-პერსონალს გამოაკლდა საუკეთესო ადამიანი და განსაკუთრებით ყურადღებიანი, პროფესიონალი კადრი _ შორენა ნიკოლაიშვილი.
ქალბატონი შორენა დიდხანს იყო ნეონატოლოგიური განყოფილების უფროსი ექთანი. იგი მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა მისთვის საყვარელ, საინტერესო და ამავდროულად ურთულეს და საპასუხისმგებლო საქმეს, რასაც ქვეყნად მოვლენილი ახალშობლის მოვლა და მკურნალობა ჰქვია.
თავის მრავალწლიან გამოცდილებას ყოველთვის დიდი სიყვარულით უზიარებდა ახალგაზრდა კოლეგებს!
ქალბატონი შორენა გამოირჩეოდა საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით, გულისხმიერებით, კეთილსინდისიერებით. ის იყო საოცრად მშვიდი, გაწონასწორებული, სანდო, ყოველთვის მოწესრიგებული, ღირსეული ადამიანი და ასეთივედ დარჩება ჩვენს გულებში.
მშვიდად განისვენოს შენმა სულმა! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩვენო საამაყო, ერთგულო მეგობარო!
ოზურგეთის სამეანო სამსახურის მედ-პერსონალი
15.09.2022