თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილში” შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებს შორის პოლიციის თანამშრომელია _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს.
“დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია. გამოძიება 240-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს”, _ ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” შეკიდული ჭერი დილას ჩამოინგრა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.
მეტროთი გადაადგილება ამ დროისთვის მეტრო სადგურ “სამგორამდეა” შესაძლებელი.
ამავე თემაზე: