რუსეთის ფედერაციამ კარგად უნდა გაიგოს, არ შეიძლება, არ უნდა ჩაერიოს დემოკრატიულ პროცესებში და სხვა ქვეყნის სუვერენინტეტი არ უნდა ხელყოს, _ აღნიშნული განცხადება აშშ ელჩმა იან კელმა, სასტუმრო ,,ჰოლიდეინში“ გამართულ კონფერენციაზე _ ,,პოლიტიტიკური პირობითობის მექანიზმი აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში: აღქმა და პოლიტიკა“ _ გააკეთა.
,,მოგეხსენებათ, კონგრესმა, რუსეთის წინააღმდეგ მიიღო სანქციები. ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ რუსეთმა თავის ქმედებებისთვის მიიღო საკადრისი საფასური. ეს შეეხება, მათ მიერ უკარაინის სუვერენიტეტის ხელყოფას, ასევე, რუსეთის ჩარევას, აშშ დემოკრატიულ პროცესებში. კერძოდ, არჩევნებში. შესაბბამისად, ეს არის სიგნალი და პასუხი კონგრესის ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციამ კარგად უნდა გაიგოს, არ შეიძლება, არ უნდა ჩაერიოს დემოკრატიულ პროცესებში და სხვა ქვეყნის სუვერენინტეტი არ უნდა ხელყოს“, _ აღნიშნა იან კელმა.