https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დეპუტატ წილოსანის სკანდალური პოსტი და გურული პოლიტიკოსების შეფასებები _ “მინიმუმ, უნდა დაფიქრდე”

6:01; 31.01.2018
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2018 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  გიორგი გიორგანაშვილი, რომელსაც საზოგადოება “ბახალას” სახელით იცნობს, დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიორგი გიორგანაშვილს ბრალი არ უღიარებია _ მან სასამართლოში საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

“ჩემ მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია. მე რომ მქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება, პროკურატურისგან წამოსულ შეთანხმებაზე დავთანხმდებოდი. ნასამართლევი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის ვცდილობდი საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა და ვგრძნობდი სოციალურ პასუხისმგებლობას. “ჩადებების” პრაქტიკა მტკივნეული პროცესია. 2017 წლის საქმეები ადასტურებს, რომ “ჩადებები” არ ამართლებს.

მაგალითისთვის მოგიყვანთ თათარაშვილის, ხარშილაძის, ასევე, “ბირჟა მაფიას” საქმეებს. მაღალი თანამდებობის პირები, ის პოლიციელები, ვინც “ჩადებებში” მონაწილეობდნენ, არიან გათავისუფლებულები”, _ აღნიშნა გიორგანაშვილმა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტი უნდა დადგინდეს.

ამის პარალელურად, სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ გაირკვა, რომ პროკურატურაში კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელშიც, შესაძლოა, გიორგი გიორგანაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთოს.

პროკურატურის ინფორმაციით, “2017 წლის 24 იანვარს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის მე-17 კმ-ზე, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩერებული იქნა “მერსედესის” ფირმის რეანიმობილი, რომლის მძღოლს _ ჯაბა ხულორდავას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი 22 აბი, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფ რეანიმობილში მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან ამოღებული იქნა დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი”.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულის სახით დაკავებულმა ხულორდავამ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა (შემდგომ სასამართლო პროცესზეც მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა), რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილმა გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით.

საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ “საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება გიორგანაშვილის და ხულორდავას ერთ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი”.

პროკურატურისვე მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, ოპერატიული ღონისძიებების გატარებით, სამართალდამცველების მიერ დადგენილი იქნა გიორგანაშვილის ადგილსამყოფელი:

“2017 წლის 25 იანვარს, ბათუმიდან ტაქსით თბილისში მიმავალი გიორგი გიორგანაშვილი გაჩერებულ იქნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე. მისი პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების “ბუპრენორფინის” შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი”, _ აღნიშნავენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც არ პასუხობენ კითხვას _ თუკი წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია დანაშაულის ფაქტის შესახებ, რატომ ვერ ან არ მოხერხდა პოლიციელების მიერ ჩხრეკის ფაქტის ფირზე აღბეჭდვა. ასევე, რატომ არ მოხდა მანქანის გაჩერება ისეთ ადგილზე, სადაც ქუჩის კამერებია განთავსებული.

პროკურატურა მხოლოდ იმას განმარტავს, რომ ჯაბა ხულორდავა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის “ა” და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით.

საგამოძიებო უწყებაში, ასევე, აკონკრეტებენ, რომ ხულორდავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, ამ უკანასკნელის შესაძლო თანამონაწილეების მიმართ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დაამტკიცოს ხულორდავას ბრალდება, რომ მას ნარკოტიკი ნამდვილად გიორგანაშვილმა გადასცა.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ნათლად განმარტა საქმის დეტალები და განცხადებაში ხულორდავას საქმეში გიორგანაშვილის “შესაძლო თანამონაწილეობაზე” გააკეთა აქცენტი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა გიორგანაშვილს განაჩენი ფეისბუქის გვერდზე საქმის გამოძიების დასრულებამდე გამოუტანა:

“საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და, რაც მთავარია, ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული.

თან გვიკვირს ნარკომანიის მიმართ რომანტიული განწყობები რატომ არის და ამდენი ნარკოდამოკიდებული რატომ ჰყავს ქვეყანას…

გავიგეთ ბახალა სახელი და უცბად აჭრიამულდა საზოგადოება, ოღონდ არც კი ვიცით, რისთვის მიუსაჯეს 8 წელი… თუ 45 აბი (400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი, თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ…

მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა _ წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს? მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა?!

P. S. და კიდევ, შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი აქ ჩანს ზუსტად, როგორი რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს, რასაც ნარკოგამსაღებელი ქვია…” _ დაწერა წილოსანმა.

დეპუტატის ამ პოსტს საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოყვა. მათ შორის იყო გიორგი გიორგანაშვილის მეუღლე ანი ჩადუნელი, რომელმაც დეპუტატს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოსთხოვა.

თუმცა, როგორც გაირკვა, ნინო წილოსანი, სტატუსის გამო, რომელშიც, იურისტების შეფასებით, უდანაშაულობის პრეზუმპციაა დარღვეული, ბოდიშის მოხდას არ აპირებს _ ამის შესახებ წილოსანმა “გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა:

“ჩემი პოსტის ქვემოთ მითითებულია პროკურატურის ოფიციალური პოზიცია, რაზე დაყრდნობითაც გავაკეთე განცხადება. შესაბამისად, თუ ბოდიშის მოხდა სურთ, უმჯობესი იქნება პროკურატურას უჩივლონ”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო წილოსანმა.

წილოსანის სკანდალური პოსტი გურულმა პოლიტიკოსებმაც შეაფასეს და დეპუტატს საკუთარი უფლება-მოსილება შეახსენეს:

“როცა წარმოადგენ უმრავლესობას, ხოლო შენი პოზიცია აშკარა უმცირესობაშია, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე, რამდენად პასუხობ საზოგადოების დაკვეთას. მით უმეტეს, როცა ხარ იმ ორგანოს წევრი, რომელიც პირდაპირი წესითაა არჩეული ხალხის მიერ და სწორედ ამ ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს”, _ აღნიშნავს “გურია ნიუსთან” საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კახა ასკურავა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე კი წილოსანს ურჩევს, რომ “ბახალას” საქმის გარჩევის და დანაშაულის შემცველი განცხადების გაკეთებას, ჯობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ის სოფლები გაიხსენოს, რომლებიც მის საარჩევნო ოლქში შედის:

“ძალიან სამწუხაროა, როცა უმრავლესობის დეპუტატი, რომელიც ჰუმანურობის და სხვათა უფლების დამცველი უნდა იყოს, ასეთ არაადეკვატურ, დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს. ისე, ქალბატონმა დეპუტატმა, სანამ დანაშაულის შემცველი განცხადებების კეთებას დაიწყებს, უმჯობესი, იქნება, გაიხსენოს, რომ ის ოზურგეთის 6 სოფლის რჩეულიცაა და რომელთა არსებობაც დავიწყებული აქვს. უმჯობესია, ხალხზე იზრუნოს და წინასაარჩევნოდ გაცემული შეუსრულებელ დაპირებებს მიხედოს”, _ აღნიშნა ბესო ქათამაძემ ჩვენთან საუბრისას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, “შენების მოძრაობის” წევრი გოჩა მეგრელიშვილი ამბობს, რომ წილოსანმა არ იცის, სად რა უნდა თქვას:

“რა უნდა გითხრათ? ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ამ “ლიდერს” წარმოდგენა არ აქვს არც პოლიტიკაზე, არც იურისპრუდენციაზე, არც დიპლომატიაზე, არც იმაზე _ თუ სად, როდის, რა და როგორ უნდა თქვას, ან არ თქვას! ქართულ პოლიტიკაში ჩართული პირები ხშირად სცოდავენ ამ კუთხით, როცა მიიჩნევენ, რომ რამდენიმე შეხვედრაზე ან მიტინგზე სიტყვით გამოსვლა საკმარისია “პოლიტიკაში მოსასვლელად”.

არადა, არც კარგი ეკონომისტობა, ან რომელიმე სხვა პროფესიაში გარკვეული მიღწევები არ გახლავთ იმის დამადასტურებელი, რომ ესა თუ ის პიროვნება “პოლიტიკურ ლიდერობას გაქაჩავს”. პოლიტიკური ნიჭი ისევე საჭიროა პოლიტიკოსისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის მქონე პირისთვის საკუთარი პროფესიის ზედმიწევნით კარგად ცოდნა. მეტიც, პოლიტიკოსები განსაკუთრებული, მრავალმხრივი ცოდნითა და არაორდინალური აზროვნების უნარით უნდა გამოირჩეოდნენ. ამიტომაცაა, რომ ამდენი წელია, ქართველ ვაიპოლიტიკოსთა “პოლიტიკური სიბეცე” საქართველოს და ქართველ ხალხს ძვირი უჯდება!!!”_ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას გოჩა მეგრელიშვილმა.

ამავე თემაზე იხილეთ: “მინიმალური რატომ მიუსაჯეს” _ დეპუტატ წილოსანის კომენტარი “ბახალას” განაჩენზე და დაპირისპირება ფეისბუქში

დეპუტატ წილოსანს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვენ

ნინო წილოსანი: “თუ ბოდიშის მოხდა სურთ, უმჯობესი იქნება პროკურატურას უჩივლონ”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22 იანვარი, 2026
პოლიტიკა

„ამ მთავრობაში ტურიზმი და ავიაცია ერთმანეთში ეშლებათ – მეზობლები ვითარდებიან და ჩვენ „ვბუქსაობთ“, მხოლოდ პარკირების ფუნქცია გვაქვს“- კოდუა

10:17; 22 იანვარი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21 იანვარი, 2026

ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა

ქურდობა ჭანიეთში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო