https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

,,არ შეიძლება ყველაფერი სხვას _ მასწავლებელს, სკოლას, სახელმწიფოს მოვთხოვოთ”

11:02; 1.02.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„პოლიტიკური ნიშნით ისტორიული სახელმძღვანელოების ბეჭდვა და გამოცემა კომუნისტური ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი და ყველა ახალგამოცემული წიგნი თუ სახელმძღვანელო ცენზურას ექვემდებარებოდა. რა თქმა უნდა, ეს იწვევს ფაქტების დამახინჯებას და არასწორად გააზრებას ისტორიული პროცესებისა“, _ ისტორიის  სახელმძღვანელოებში არსებულ პრობლემებზე ,,გურია ნიუსის“ შეკითხვებს ისტორიკოსმა ქეთევან შოშიაშვილმა უპასუხა.

ქეთევან შოშიაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ხდებოდა ისეთი პოლიტიკური ფიგურების სახელმძღვანელოებიდან ამოღება, რომელიც მიუღებელი იყო რეჟიმისთვის.

„განსაკუთრებით ეს შეეხება XX  საუკუნის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც სრული იდეალიზაცია მოხდა სახელმძღვანელოებში კომუნისტური პარტიისა და ბოლშევიკების. ისტორიის განადგურებას საფრთხეს ეს არ უქმნის, მაგრამ არასწორად ხდებოდა მიწოდება სხვადასხვა ისტორიული პროცესებისა საზოგადოებაზე. მხოლოდ დაინტერესებულმა პირებმა (ისტორიკოსები, ეთნოლოგები) იცოდნენ ამა თუ იმ პროცესის სინამდვილე. იყო შემთხვევები, როცა ყალბდებოდა ისტორია და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია“, _ ამბობს ისტორიკოსი.

_ ისტორიის საფუძვლიანად შესწავლისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სასწავლო პროგრამებისთვის  სწორად შერჩეული სახელმძღვანელოებია, რამდენად არის ეს სტანდარტი დაცული?

_ ისტორიის შესწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვფიქრობ, არასწორადაა წარმართული. აქ, ძირითადად, სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებზე შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებისთვის მიწოდებული სახელმძღვანელოები, ხშირ შემთხვევაში, დატვირთულია თარიღებით, ისტორიული წყაროებით. ძალიან ძნელია, როდესაც მეექვსე ან მეშვიდე კლასელმა ბავშვმა მხოლოდ წყაროზე დაყრდნობით აღადგინოს ისტორია რომელიმე კონკრეტული ქვეყნის. ვფიქრობ, სწავლების მეორე საფეხურზე ახალგაზრდებს უფრო სახალისო ისტორია უნდა შევთავაზოთ, რომელიც უფრო მარტივი შესასწავლი იქნება და მოსწავლეებს დამოკიდებულება შეეცვლებათ ისტორიის დისციპლინისადმი. კარგი იქნება, თუ სწავლის პროცესში ჩავრთავთ მედიაწიგნიერებას. არსებობს უამრავი დოკუმენტური ფილმი მსოფლიო ისტორიის, საქართველოს ისტორიის გარკვეული პერიოდების შესახებ. ვიზუალიზაციითა და შემდგომ პედაგოგის ახსნით საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეს მეტი ინტერესი გაუჩნდება საგნისადმი და ის შედეგებიც არ გვექნება, რომელსაც ჩვენ კატასტროფულს ვუწოდებთ.

_ მეთერთმეტე  კლასის სასწავლო წიგნში, სადაც საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია ერთად ისწავლება, საკმაოდ მწირი ინფორმაციაა საქართველოს ისტორიაზე და ამას ისიც ემატება, რომ  ქრონოლოგია არ არის დაცული.  როგორ ფიქრობთ, რა სტანდარტები უნდა იყოს დაცული, რათა მოსწავლეს ამ საგნის შესწავლა არ გაუჭირდეს?

– მესამე საფეხურის მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოში, სადაც საქართველო მსოფლიო ნაწილადაა წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ხარვეზები  არსებობს. ვფიქრობ, აჯობებს მსოფლიოს ისტორია ცალკე იქნეს შესწავლილი. თუმცა, ის საკითხები, რითაც ჩვენ მსოფლიო ცივილიზაციასთან ვასოცირდებით, რა თქმა უნდა, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში ფართოდ უნდა იყოს განხილული. პირველი დიდი ტომობრივი კავშირები, იბერიის სამეფოს შექმნამდე და შემდგომ პერიოდშიც მეთვრამეტე საუკუნემდე საქართველო მუდამ იყო ჩართული ეპოქალურ პროცესებში. ამიტომ, უმჯობესია, საქართველოს ისტორია მოსწავლეებმა შეისწავლონ ცალკე, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ჩვენს ისტორიასთან კავშირში იქნება მოცემული. თქვენ მიერ აღნიშნულ სახელმძღვანელოებში ქრონოლოგიაა დარღვეული, თუმცა, თემატურად მოცემულია. მასალა საკმაოდ დიდია. დატვირთულია ისტორიულ პერსონათა სახელებით და თარიღებით, რაც მოსწავლეს სწავლის ინტერესს უკარგავს. ამიტომ თვლიან, რომ  მისაღებ გამოცდებზე ისტორიის ჩაბარება რთულია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი ისტორია გვაქვს და ამას, როდესაც მსოფლიო ისტორიის საკითხები ემატება, მოსწავლევ ცდილობს, თავი აარიდოს რთულ საგანს, რაც, ვფიქრობ, ძალიან ცუდია ჩვენი ახალგაზრდების თუნდაც პატრიოტული, ეროვნული გრძნობების გაღვივებისთვის.

_ როგორ ფიქრობთ, პრობლემებს, რომლებსაც  ისტორიის სახელმძღვანელოებში ვაწყდებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეტი ყურადღება არ უნდა დაუთმოს?

_ პრობლემები, რომლებიც სახელმძღვანელოებთანაა დაკავშირებული, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს განხილვის საგანი უნდა იყოს. მუდმივად უნდა ხდებოდეს სახელმძღვანელოების გადახედვა, კორექტირება.  განათლების რეფორმა ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია, როგორ გახორციელდება, იქნება თუ არა მორგებული თანამედროვე სტანდარტებზე? ვფიქრობ, დღეს საკითხი ასე დგას _  საშინელმა ხარვეზმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო (მოხდა მთელი რიგი სამეცნიერო დარგების გაერთიანება სასწავლო პროცესისთვის), საკმაოდ დააზარალა მოსწავლეები, რის შედეგადაც სწავლის დონეც დაეცა და ინტერესი დაიკარგა ამა თუ იმ საგნის მიმართ. ეროვნული თვითშეგნების ამაღლება  და ქვეყნის სიყვარული, რა თქმა უნდა, ისტორიის ცოდნაზეცაა დამოკიდებული. ამას სკოლის სახელმძღვანელოები უნდა აკეთებდეს. ვფიქრობ, ახალ სახელმძღვანელოში ყურადღება უნდა გამახვილდეს ქართულ კულტურაზეც, რომელიც, ძირითადად, შემთხვევაში ჩვენმა ახალგაზრდებმა არ იციან და მათ მცდარი წარმოდგენები აქვთ ქართულ კულტურასა და ყოფაზე.

_ საგანმანათლებლო სფეროში გატარებული რეფორმის მიუხედავად, ფაქტია, რომ განათლების დონე დაბალია. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო და რჩება გადაუჭრელ საკითხად  განათლების  სისტემაში არსებული პრობლემები?

_ განათლების დონე რომ დაბალია ამას მხოლოდ სამინისტროს ვერ დავაბრალებთ და არც პედაგოგები არიან ამ პრობლემის მთავარი მიზეზი. რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოები უნდა იყოს შედარებით უფრო მარტივ ენაზე დაწერილი, საფეხურის სწავლების გათვალისწინებით. ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობა მოეკითხება მშობელს და მოსწავლეს. ხშირ შემთხვევაში, მშობელი თავის შვილს ვითომ იცავს პედაგოგისგან ან სახელმძღვანელოს ხარისხის დაბალი დონისგან, რაც აღსაზრდელს უბიძგებს მეტი სიზარმაცისა და ფუქსავატობისადმი. არა მარტო სახელმწიფომ, არამედ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს რეფორმის წარმატებისთვის და ჩვენს შვილებს უნდა მივუთითოთ სწავლისკენ. არ შეიძლება ყველაფერი სხვას _მასწავლებელს, სკოლას, სახელმწიფოს მოვთხოვოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ პრობლემის გადაჭრა, რათა სახელმწიფო ავაშენოთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6 თებერვალი, 2026

„მომღერალი“ სმოკი

„ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის სხედან ციხეში, უნდა გათავისუფლდნენ“

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

21:28; 6.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6.02.2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

“ღმერთო, რა შემზარავი ამბავია”

21:13; 6.02.2026
საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო