ჩიკაგოელი ჯეინ ჰოში და მისი მეუღლე ფლორიდაში ისვენებდნენ. ნა\ვით სეირნობისას მოულოდნელად ჯეინს 135 კგ-იანი მფრინავი სკატი თავზე დაეცა და ქვეშ მოიყოლა.
ცოლის გასათავისუფლებლად ქმარს გვარიანი ჯაფა დაადგა, თუმცა “მძიმე სტუმრის” ზღვაში დასაბრუნებლად ფლორიდელი ბუნების დამცველების გამოძახება მოუხდა.
ინციდენტი ორივე მხარისთვის ტრავმის გარეშე დასრულდა – ბუნების დამცველთა განმარტებით, სკატი აგრესიულად არ იქცეოდა, რადგან “ადამიანის ხორცს არ მიირთმევს…”