ვინ თქვა, რომ ფრინველებს სიყვარული არ შეუძლიათ? ჩიტები ხომ სიყვარულით ჭიკჭიკებენ, ყველა არსება კი ამ უკიდეგანო სიყვარულის სამყაროში თავისებურად ეტრფის გულის სწორს.
ფოტოგრაფი, რომელიც ფრინველების სევდიანი სიყვარულის მოწმე შემთხვევით გახდა, ჩაუსაფრდა მათ და ნამდვილი“ Love Story“ გადაიღო.
შემდეგ ეს კადრები საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გაზეთში გამოაქვეყნა და… მთელი ტირაჟი თვალის დახამხამებაში გაიყიდა.
ზოგიერთი კი დღემდე ფიქრობს, რომ ფრინველებს არც გრძნობა გააჩნიათ და არც გონება.
საბრალო ჩიტს მანქანა დაეჯახა და ფრთამოტეხილი გზის პირას გადააგდო.
დადარდიანებული გულის სწორი მთელი გრძნობითა და სიყვარულით დასტრიალებდა თავს. დღეების განმავლობაში მიჰქონდა მისთვის საკვები და გვერდიდან არ შორდებოდა.