ამერიკელმა სამხედროებმა დაასრულეს მზვერავი “ნანოკოლიბრის” შექმნა – მინიატიურული “დრონი”, ანუ უპილოტო საფრენი აპარატი ყველაზე პატარა ჩიტის – კოლიბრის ასლია.
“ნანოკოლიბრის” ფრთების შლილი 16 სმ-ია, წონა კი 19 გ.
დრონი არა მარტო გარეგნულად წააგავს კოლიბრს, არამედ ჰაერშიც ნამდვილივით დაფრინავს.
დამახასიათებელი ფარფატის ეფექტის მისაღებად სპეციალისტებს 3 წელი დასჭირდათ. სამაგიეროდ, შორიდან მზვერავი დრონის გარჩევა კოლიბრისგან თითქმის შეუძლებელია.