პოპულარული ტელე-შოუ “ნიჭიერის“ ფინალისტი, ოზურგეთელი მომღერალი, მეფუტკრე, ოზურგეთის მუნიციალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ნინიძემ, შესაძლოა, “აბესალომ და ეთერის“ საოპერო დადგმაში მიიღოს მონაწილეობა.
“იყო ასეთი წინადადება, კონსერვატორიის ერთ-ერთი პროფესორისგან, ავთანდილ რევიშვილისგან, რომ შემესრულებინა ერთი პარტია “აბესალომ და ეთერში“. წინადადება ძალაში არის და ვნახოთ, რა იქნება. ოპერა ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე უნდა დაიდგას. ეს შემოთავაზება ჩემთვის სიურპრიზი იყო“, _ გვითხრა ლევან ნინიძემ.