ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად მაკა ჭყონია ინიშნება. ეს ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დაუდასტურა.
_ რა თქმა უნდა, ვნიშნავ, თუმცა, კონკრეტულ დროს ვერ გეტყვით _ სამართლებრივი პროცედურებია მოსაგვარებელი.
საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია უკვე შეტანილი გვაქვს და პასუხის მისაღებად ათდღიანი ვადაა.
იქ რაღაც დავალიანებებიცაა და ეს ყველაფერი რომ დასრულდება და მოწესრიგდება, მაკა ჭყონია დაინიშნება, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას შარაშენიძემ.
ამავე თემაზე: თავის დროზე პასუხი გავეცი“_ ინიშნება თუ არა ა(ა)იპ-ის უფროსად მაკა ჭყონია