მადრიდში, კალიაოს მოედანზე, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და ბელგიის პლაჟებზე აკრეფილი ნაგვით აიგო სასტუმრო ხუთი 2-ადგილიანი ლუქსით.
სასტუმროში, “გადაარჩინეთ პლაჟი”, ნაგვის სუნი არ დგას და “კლიენტები” არ აკლია.
ავტორს, გერმანელ “კონცეპტუალურ” მხატვარ შულტს კი იმედი აქვს, რომ “პლაჟების პრობლემას” პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც გაიგონებენ, უფრო სწორად, “კარგად დაინახავენ”.