დოდო გუგეშაშვილს ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული _ მას ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უკეთდება.
როგორც ცნობილია, გამოძიებისთვის დაუდგენელმა გუგეშაშვილს და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაყენა.
გუგეშაშვილის 33 წლის შვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
გუგეშაშვილების ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.