სამართალდამცავები თადარიგის პოლკოვნიკს დოდო გუგეშაშვილს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია. 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი საკუთარი ბიძის სახლში გადაასვენეს.
გუგეშაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი, რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსულმა კი შური იძია.
სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს გარდაცვლილის ბიძა, მეგობარი გოგო და მეზობლები, რომელთა ერთი ნაწილის განცხადებით, მათ დაინახეს მკვლელი, რომელსაც ლურჯი კაპიუშონიანი ქურთული ეცვა.
არსებობს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი დაჭრილია და მან დანაშაულის ადგილი დიღმის ტყე-პარკის გავლით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში გუშინ დილით თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).