ფლორიდის “ცხოველთა რეაბილიტაციის ცენტრის” 42 წლის სპეციალისტი ჯიმ ჯაბლონი აპირებს მიმდინარე წლის მარტი ორ ლომთან ერთად გალიაში გაატაროს და ცენტრისთვის საქველმოქმედო თანხები მიიზიდოს.
ლომებს – 10 თვის ხვად ედის და 18 თვის ძუ ლეას, მომვლელი ძალიან უყვართ, განსაკუთრებით ლეას, – ჯიმს სულ “კოცნის” და “ეხვევა”.
ჯიმს კი ყოველდღე უწევს “მოფერებით” დაფლეთილი ტანსაცმლის გამოცვლა.