“გაზპრომი” ევროპას გაზის მოსალოდნელი უკმარისობის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა სულ უფრო იზდება და პროცენტულმა მაჩვენებელმა მალე შესაძლოა 40%-ს მიაღწიოს. ალექსანდრ მედვედევი განმარტავს, რომ ევროპამ ახლავე უნდა ეძიოს გამოსავალი გაზის დეფიციტთან და მის ფასთან დაკავშირებით.
“ევროპამ ვერ გათვალა, როდესაც ივარაუდა, რომ მას არ დასჭირდება დამატებით გაზის დიდი მოცულობა, ხოლო თუ დასჭირდება, უკმარისობას რუსეთის საზღვრებს გარედან შეავსებს. უახლოეს მომავალში ევროპა გაზის უკმარისობისა და რაც უარესია, ამ საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდის წინაშე აღმოჩნდება”, – განაცხადა ალექსანდრ მედვედევმა.
“გაზპრომის” ხელმძღვანელის მოადგილის მოადგილემ დასავლური ქვეყნების სურვილი – შეამცირონ რუსულ გაზზე დამოკიდებულება გააკრიტიკა.
imedinews.ge