მეტრო “დიდუბის” ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც 15 და 16 წლის არასრულწლოვნები დაიჭრენ.
“პირველი რადიოს” ინფორმაციით, მათ იაშვილის კლინიკაში სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.