ადამიანებს შორის სასიყვარულო ურთიერთობა, ყოველთვის ბალანსს მოითხოვს. თუმცა, როგორც წესი, ხშირად მაინც ისე ხდება, რომ წყვილში ერთს უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მეორეს. ამ ფაქტს კი ასტროლოგიური ახსნაც გააჩნია. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანები ერთმანეთის მონა-ბატონები არიან. ამიტომ თუკი გულდასმით შეისწავლით ქვემოთ ჩამოთვლილ სიას, მიხვდებით რატომ გიჩნდებათ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ აუხსნელი მიჯაჭვულობა ან რატომ ვერ იცილებთ ხანდახან თავიდან აბეზარ თაყვანისმცემელს…
ასე მაგალითად თხის რქა ლომზე ხდება მიჯაჭვული – ასტროლოგები ურჩევენ თხის რქას, მისი სიყვარულის ობიექტი ლომი ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაშიც გაიცნოს. ასე მის მიმართ მიჯაჭვულობა აუცილებლად გაუქრება.
მერწყული იხიბლება ქალწულით – ალბათ უცანურია, რომ ისეთი ეგოისტი როგორიც მერწყულია ვინმეს ფეხქვეშ გაეგოს, მაგრამ ქალწულთან საქმე სხვაგვარადაა. ერთადერთი ვარანტი ქალწულისგან თავის დასაღწევად დროა – მერწყულს დროთა განმავლობაში მობეზრდება ქალწულის მიერ დადგენილი მკაცრი გრაფიკით ცხოვრება.
თევზები დამოკიდებულია სასწორზე – გამომდინარე იქიდან, რომ სასწორებს მერყეობა ახასიათებთ, თევზებს უწევს წყვილში გადამწყვეტი როლის თამაში. ამ ურთიერთობაში თევზები აშკარად გრძნობს საკუთარ უპირატესობას და ზუსტად აქ არის მისი პრობლემაც.
ვერძი მიჯაჭვულია მორიელზე – ერთ-ერთი რთული და ემოციებით სავსე კავშირია, რომელშიც ყველაზე ხშირად ვერძი იტანჯება. იგი ვერაფრით ახერხებს დაიმსახუროს მანიპულატორი მორიელისგან სრული სიმპათია და ყურადღება. უყურადღებობა კი ნებისმიერ ვერძს აცოფებს… და აიძულებს კიდევ უფრო მეტად გახდეს ინტერესის ობიექტზე დამოკიდებული.
კურო მშვილდოსანზე ხდება დამოკიდებული – დიახ, დიახ სწორედ მშვილდოსანს შესწევს ძალა მშვიდი და გაწონასწორებული კურო დიდი ხნით გამოიყვანოს წყობიდან და მშვიდი ძილი დაავიწყოს მას. უფრო მეტიც, მოუსვენარი და ნოვატორი მშვილდოსანი აიძულებს კონსერვატორულ კუროს, საკუთარ თავში ეძებოს მიზეზი იმისა თუ რატომ არ გამოდის მათი პარტნორული ურთიერთობა.
ტყუპი თხის რქაზე ხდება დამოკიდებული – უთავბოლო და ქაოსური ტყუპი მარტივად იხიბლება თხის რქის პრინციპული ხასიათითა და გონიერებით. საიმისოდ, რომ თავი მოაწონოს მას, იგი აუცილებლად იწყებს საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებას და ზუსტად მაშინ აღმოაჩენს, რომ ძალიან უბედურია ამ ურთიერთობაში.
კირჩხიბი მერწყულზეა მიჯაჭვული – თავგანწირული და მზრუნველი კირჩხიბისთვის, კატასტროფის ტოლფასია თვითკმაყოფილი და ეგოისტი მერწყულის შეყვარება. ამ წყვილში კირჩხიბი გამუდმებით იტანჯება პარტნიორის უპასუხისმგებლობის გამო. მაშინ როცა მერწყული აბსოლუტურად ყველა ასპექტში მოგებული რჩევა ასეთი კავშირით.
ლომი თევზებზე ხდება დამოკიდებული – თევზები იდუმალი და მისტიკური ხასიათის ნიშანია. ამ ადამიანებს ზოგჯერ საკუთარი თავი ეჩვენებათ ამოცანად. ამიტომ ლომის მონდომება დაეხმაროს თევზებს საკუთარი თავის პოვნაში, ხშირად იმედის გაცრუებით მთავრდება ამ უკანასკნელისთვის. შედეგად თევზები კიდევ უფრო იკეტება თავის თავში, ლომს კი არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავს.
ქალწული ეჯაჭვება ვერძს – თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ქალწული ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე უკონფლიქტო ნიშანია. ბუნტისთავი ვერძი კი, რომელსაც ჩხუბი და აგრესია სისხლში აქვს გამჯდარი მარტივად გამოიყენებს მის ამ თვისებას. შედეგად ქალწული ძალიან დაიჩაგრება, იმიტომ რომ მშვიდობისმოყვარე ბუნებისა და მოკრძალებულობის გამო ვერ მოახერხებს ვერძისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
სასწორი დამოკიდებულია კუროზე – მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს საერთო ბევრი აქვს და გემოვნებაც მსგავსი, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი ურთიერთობა ჯოჯოხეთს ემსგავსება. იმიტომ რომ პრაქტიკულ კუროს არასოდეს მოეწონება მეოცნებე სასწორის უტოპიური იდეები. ამასთან ერთად, სასწორი, რომელიც გადაწყვეტილებას ძნელად იღებს, ხშირად ვერ გაიგებს კუროსთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს და სწორხაზოვან მიდგომას ცხოვრებაში.
მორიელი დამოკიდებულია ტყუპზე – მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს უყვარს იტრიგები და იდუმალება. ხოლო ტყუპი ზოდიაქოს ყველაზე ქაოსური და ამოუხსნელი ნიშანია. ამასთან ერთად, ტყუპი საოცარი ჰაეროვნებით გამოირჩევა და მასზე აბსოლუტურად არ მოქმედებს მორიელის ბასრი, მწარე ენა. შესაბამისად, მორიელი ამაოდ იხარჯება ამ ურთიერთობაში. თუმცა, ვერც უარს ამბობს თავის ამოუცნობ პარტნიორზე.
მშვილდოსანი ეჯაჭვება კირჩხიბს – თვისება გაიბუტოს და საკუთარ თავში ჩაიკეტოს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, აიძულებს მშვილდოსანს კირჩხიბის წინაშე თავი მუდამ დამნაშავედ იგრძნოს. გარდა ამისა, მშვილდოსანს ამ წყვილში მოუწევს ხშირად გადააბიჯოს საკუთარ თავმოყვარეობას, იმიტომ რომ კირჩხიბს გააჩნია გასაოცარი მოთმინება და შეუძლია წლობით დაიჭიროს გაბუტულის პოზა. მშვილდოსანი კი იძულებულია, პირველი ნაბიჯი გადადგას შესარიგებლად.
people.ge