ინდოეთში, ჯამუს და ქაშმირის შტატში, სამხედრო ბანაკზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად 2 უმცროსი ოფიცერი დაიღუპა. 7 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 2 ქალი და 2 ბავშვია, რომლებიც სამხედროების ახლობლები არიან.
პოლიციის ინფორმაციით, სამხედრო ბანაკს თავს 4 პირი დაესხა.