“გირგვლიანზე საუბარს აღარ ვაპირებ _ ამოვიდა ყელში” _ ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “განსხვავებული აქცენტებში” ისაუბრა.
“გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ საქმეზე ლაპარაკს. თქვენ გყავთ ახლა მანიაკი, რომელმაც იმის შემდეგ მოკლა ასობით ადამიანი, რომელმაც გაანადგურა ქართული სპეცსამსახურები, ალპობს ციხეში საქართველოს გმირებს, გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა.
გეყოთ თქვენც და ყველასაც ამოვიდა უკვე ყელში, აი, აქ მაქვს ამოსული. ამოვიდა ყელში გირგვლიანზე ლაპარაკი.
თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ როგორც პატეფონები გირგვლიანზე ლაპარაკს. რაღაც დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე. ყველა მეცოდება, მაგრამ ყველაზე მატად მეცოდება ჩვენი შვილი, ქართული სახელმწიფო” _ ასე უპასუხა სააკაშილმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვას როგორ აფასებს ის გირგვლიანის საქმეზე შეწყალების აქტის გამოცემას _ როგორც პოლიტიკურ შეცდომას, თუ როგორც სწორ ნაბიჯს.