საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი, წლის პირველი გრანდ სლემი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა და 4 მედალი მოიპოვა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურნირის პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედალს, მეორე საშეჯიბრო დღეს ირაკლი ცირეკიძის გუნდმა 3 მედალი დაუმატა _ ვერცხლი მოიპოვა ბექა შვინიაშვილმა (90 კგ) და მსოფლიოს რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს.
ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს – ნუგზარ ტატალაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ).
ამრიგად, ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეჯიბრი 23-25 თებერვალს ელის, როდესაც დიუსელდორფში, ასევე გრან სლემის გათამაშებაში გამოვა.