https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხრუშჩოვი, მჟავანაძე და შევარდნაძე _ პოლიტიკოსები ისტორიიდან

8:02; 17.02.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

 დღევანდელ მოგონებებში ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს გაგაცნობთ.

ჩვენი პირველი „სტუმარი“ ნიკიტა ხრუშჩოვი იქნება. ეს ადამიანი საქართველოში დღემდე განსაკუთრებით ეჯავრებათ. ალბათ, გახსოვთ, რომ თავის დროზე ნიკიტას ქართველების ციმბირში გადასახლება სურდა.

ეს პიროვნება თავისი არაორდინალური ქცევით ყოველთვის გამოირჩეოდა. არაყი უყვარდა და დათრობის შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა. სტალინის დროს ნიკიტა იმდროინდელი საბჭოთა „სამეფო კარის“ მასხარას როლს ასრულებდა. როდესაც ქვეყნის პირველი პირი გახდა, უცხოეთში ყოფნისას თავი არაერთხელ შეირცხვინა. თუნდაც ფეხსაცმლის გახმაურებული „საქმე“ გავიხსენოთ, როდესაც აშშ-ში ვიზიტისას ფეხზე გაიხადა და დარბაზში მყოფ პატივსაცემ საზოგადოებას „ტუფლი“ სულ მაგიდაზე უბრახუნა.

წლების განმავლობაში ბატონ ნიკიტასთან სამსახურებრივი ურთიერთობა საქართველოს ყოფილ პირველ პირს ვასილ მჟავანაძეს ჰქონდა.

ხრუშჩოვი მჟავანაძეს უკრაინიდან იცნობდა. იცნობდა, როგორც გენერალს, უკრაინის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, პატივს სცემდა და ენდობოდა. გარდა ამისა, იცოდა რა მჟავანაძის ბიოგრაფია, უფრო რუს გენერლად მიაჩნდა და, ამდენად, საქართველოს ცეკას პირველი მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა მიზანშეწონილად ჩათვალა. ხრუშჩოვს საქართველოში სჭირდებოდა კაცი, რომელიც უპირველესად მოსკოვის ინტერესებს გაატარებდა.

მჟავანაძე იხსენებდა: „შევედი კაბინეტში და ხრუშჩოვი მეუბნება: „საქართველოს ცეკას პირველ მდივნად გიშვებთ!“ რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან ეს ბრძანება იყო. როდესაც მისი კაბინეტიდან გამოვედი, მისაღებში ალექსი ინაური შევნიშნე. ვკითხე, _ აქ რას აკეთებ-მეთქი. _ არ ვიცი, _ მიპასუხა მან.

მეორე დღეს მოსკოვი-თბილისის რეისზე თვითმფრინავში გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. ისევ ვეკითხები ინაურს: ხრუშჩოვთან რაზე იყავი-მეთქი. ვერ გეტყვით, – ისევ მპასუხობს ინაური და თვითონაც იმავეს მეკითხება – თქვენ რატომღა იყავით? ვერც მე გეტყვით-მეთქი. ასე ჩამოვფრინდით თბილისში. საქართველოს ცეკას ბიურომ ჩვენი კანდიდატურები განიხილა და მეორე დღეს მე საქართველოს ცეკას პირველი მდივნის კაბინეტი დავიკავე, ალექსი ინაურმა კი _ სუკის თავმჯდომარის“.

წინა საუკუნის 60-იან წლებში მჟავანაძემ საქართველოში თავშესაფარი უკრაინელ ღვთისმსახურებს მისცა.

1960 წელს ხრუშჩოვმა საბჭოთა კავშირში 30 ათასი ეკლესია დახურა. მან ანტიქრისტიანული აქცია პირველად თავის სამშობლოში _ უკრაინაში განახორციელა: სუმსკის ოლქში მდებარე სამონასტრო კომპლექსი _ გლინსკის მონასტერი დახურა, ღვთისმსახურები კი დაარბია და განდევნა. ისიც ცნობილია, რომ ხრუშჩოვის და, ძმისა და საერო ცხოვრებისგან გარიდებული, უკრაინის ამ მონასტერში მონაზვნად ყოფილა აღკვეცილი. ეკლესიის დარბევის შემდეგ მონაზონ დას თავისი ძმისთვის ასეთი სიტყვებით მიუმართავს: „ნე ზრია ოტეც გოვორილ, შტო ტი დურაკ, ნიკიტა!“ რა ბედი ეწია ხრუშჩოვის მონაზონ დას, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, გლინსკის მონასტრიდან დევნილ ბერ-მონაზვნებს საქართველოსკენ გამოუწევიათ. ერთ-ერთი დევნილი ღვთისმსახური, მამა ზინოვი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეწეოდა საღვთისმსახურო მოღვაწეობას და მალე მიტროპოლიტიც გახდა. სწორედ მამა ზინოვიმ აღკვეცა ბერად საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.

ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველები სძულდა. ამ მიზეზის გამო თბილისის მეტროს მშენებლობა სასტიკი „პარტიზანული“ მეთოდებით ხორციელდებოდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა შეწყვიტეს. ვასილ მჟავანაძის მეცადინეობით გაფორმდა მაღაროების დაკონსერვება და ამისთვის თანხები გამოიყო, სინამდვილეში კი მეტროს მშენებლობა მიმდინარეობდა და 1966 წლის 11 იანვარს პირველი რიგი გაიხსნა: „თავისუფლების მოედანი“ _ „ვაგზალი“.

რაც შეეხება სპორტის სასახლეს _ ეს ნაგებობა მაშინ აშენდა, როდესაც ხრუშჩოვმა მთელ საბჭოთა კავშირში აკრძალა სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობა. ამიტომაც, სპორტის სასახლე ცოტათი მიწაშია ჩასმული, რათა ძალიან თვალშისაცემი არ ყოფილიყო.

ხრუშჩოვი 1961 წელს ჩამოვიდა საქართველოში და სპორტის სასახლეც დაათვალიერა. მოგეხსენებათ, სპორტის სასახლის შესასვლელი და კიბეები მარმარილოსი გახლავთ. ხრუშჩოვს რომ არ შეემჩნია მარმარილოს კიბეები, შავად შეღებეს, მაგრამ, ვის მოატყუებდი _ ხრუშჩოვს ისეთი თანაშემწეები ჰყავდა, უმალ შენიშნეს და მოახსენეს კიდეც. სტადიონის მშენებლობაც პარტიზანულად გახორციელდა: საქართველოს მთავრობამ გაიტანა პროექტი კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე, რისთვისაც ორი მილიონი მანეთი გამოგვიყვეს, მაგრამ, ძველი სტადიონი, ფაქტობრივად, დაინგრა და აშენდა ახალი, რომელიც 9 მილიონი მანეთი დაჯდა. რა თქმა უნდა, ახალი სტადიონის აშენება ცენტრს არ გამოჰპარვია და ეს საკითხი ოცდამეორე ყრილობაზე ხრუშჩოვის მოხსენებაში იყო შეტანილი, მაგრამ, მჟავანაძემ დაურეკა მას, ვინც მოხსენებას წერდა და ეს თემა საერთოდ ამოიღეს. ამ საქმემ მსუბუქად ჩაიარა“.

ნება მომეცით დღევანდელ „პოლიტიკურ მოგონებებს“ სახალისო ელფერი შევძინო. გაგიკვირდებათ და ხრუშჩოვის პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრი ქართველი გახლდათ. „კოლორიტულ“ ნიკიტაზე საუბარს ვიცე-პოლკოვნიკი დემურ ლოლაშვილის ერთი სახალისო მოგონებით დავასრულებ.

„უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ვართ. ხრუშჩოვის კორტეჟი საგულდაგულოდ გადაკეტილ ცენტრალურ მაგისტრალზე მისრიალებს და ჩვენ, მისი დაცვის წევრები მომდევნო მანქანით მივყვებით. უცებ ჩვენი უფროსის, ლიტოვჩენკოს ხმა მოგვესმა. მიკროფონით მოგვმართავდა:

_ ბიჭებო, მოემზადეთ. „პირველი“ (ასე ვეძახდით ხრუშჩოვს) აღმოსავლური ბაზრის დათვალიერებას აპირებს, როგორც კი ჩვენი მანქანა შეჩერდება, თქვენც მზად იყავით და გამოგვყევით.

და, მართლაც, ხრუშჩოვის „ჩაიკა“ ტაშკენტის ბაზრის წინ გაჩერდა, იქიდან ხრუშჩოვი გადმოვიდა და მისთვის ჩვეული ენერგიული ნაბიჯებით შეიჭრა ხალხმრავალ ბაზარში. ჩვენც, რა თქმა უნდა, უკან ავედევნეთ მას და ყოველ წამს ვიყავით მზად, „პირველი“  საკუთარი სხეულით დაგვეცვა. ნიკიტა კი უდარდელად მიმოდიოდა დახლებს შორის და გლეხებს ესაუბრებოდა. უცებ ხრუშჩოვი ერთი ღია შენობის წინ შეჩერდა, რომლის შუაგულშიც ექვსი უხუცესი მამაკაცი იჯდა და რიგრიგობით ჩილიმს ეწეოდნენ. ნიკიტა მათთან მიიჭრა, მიესალმა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხნის დანებებული ჰქონდა თამბაქოს წევისთვის თავი მათ შორის ჩაჯდა და თქვა: მშვიდობის ჩიბუხს მეც სიამოვნებით მოვწევო. რა თქმა უნდა, ნიკიტას ჩილიმი მიაწოდეს. მანაც ორი ნაფაზი დაარტყა, შემდეგ ბარბაცით წამოდგა და რის ვაივაგლახით მივიდა „ჩაიკამდე“, შიგნით ჩაჯდა და გულიც აერია… საქმე კი ის იყო, რომ ტაშკენტის ბაზრის შუაგულში მოკალათებული უხუცესები მშვიდობის ჩიბუხის ნაცვლად, მარიხუანას ეწეოდნენ და ხრუშჩოვმაც რომ იგივე გაიმეორა, საკმაოდ სერიოზული ნარკოტიკული მოწამვლა მიიღო“.

ნიკიტა ხრუშჩოვის შემდეგ სიტყვას ბატონ ედუარდ შევარდნაძეს გადავცემ.

„რაც შეეხება ჩემი პრეზიდენტობიდან წასვლას, ნანულიმ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმ დღეს.

გავხსენი სხდომა, სიტყვით გამოვედი. არ მაცალეს დამთავრება. შემოიჭრნენ და დაიკავეს ჩემი ადგილი პრეზიდიუმში. სასწრაფოდ გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. მთავარსარდალი ვიყავი, ჯარი, პოლიცია მე მემორჩილებოდა. ჩავჯექი მანქანაში. სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი, კი გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ხვალ შეიძლება შეჯახება მოხდეს და სისხლი დაიღვაროს-მეთქი.

ნანული უკვე ავად იყო. მივედი სახლში და მეუბნება, კარგად ვიცი, რა არის საგანგებო მდგომარეობა, სისხლი გინდა დაღვაროო. ვუთხარი, ნანული, რატომ გგონია, შენ ფიქრობ და მე არ ვფიქრობ-მეთქი. ამაზე უკვე ვიფიქრე და გადაწყვეტილებაც მივიღე. თუ საჭირო გახდა, გადავდგები. მხოლოდ შენ შეეგუე ამას-მეთქი. ყველანაირ გადაწყვეტილებას შევეგუები, გარდა სისხლისღვრისაო, _ მითხრა ნანულიმ.

მეორე დღეს დავიბარე ოპოზიცია. პირველმა ზურამ დაიწყო. ყველაზე მეტად მას უჭირდა, ცრემლებიც კი შევნიშნე მის თვალებში. რვა წელი ვიმუშავე თქვენთან და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ძნელი სათქმელია ჩემთვის ეს, მაგრამ ყველაზე მშვიდობიანი და უკეთესი თქვენი გადადგომა იქნებოდაო. მაშინ დროს ნუღარ დაკარგავთ, ახალგაზრდები ხართ, ნიჭიერები და აბა, თქვენ იცით-მეთქი“.

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

„ისე უნდა ითამაშო, შენც ჟურნალებში გამოგჭიმონ!“

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

ყველა სიახლე

სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ცინცაძის სასამართლო პროცესი დასრულდა

22:01; 30.01.2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30.01.2026
ფინანსები

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

18:39; 30.01.2026
მთავარი

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

17:19; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:19; 30.01.2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30.01.2026
პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

16:35; 30.01.2026
სამართალი

რა ამოიღეს ჩოხატაურის მერის მოადგილის მამის სახლიდან- პროკურატურის ბრალდება ცნობილია

16:06; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30.01.2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო