ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4641 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4592 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.
1 ევრო 3.0782 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0691 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა.