დაახლოებით, ერთი საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. კინო საქართველოსთან, 21 წლის ახალგაზრდას, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა, “volksvagenis” მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც თვითმხილველმა “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა.
“საშინელების შემსწრე გავხდი, შოკში ვარ, ერთიანად დაკეცილი იყო, ხელ-ფეხი მომტვრეული ჰქონდა”, _ თქვა მან.
მისივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
“ქვეითად მოსიარულე მოქალაქეს, ახალგაზრდა მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. დანიშნულია ექსპერტიზები”, _ აცხადებენ შსს-ში.