ე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. მას შემდეგ რაც მამაკაცთან დაკავშირება შვილმა ვერ შეძლო მეზობლებმა ფანჯარა შეამტვრიეს და კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არ არის გამორიცხული ის რამდენიმე დღის დაღუპული იყოს. სიკვდილის მიზეზს ექსპერტები იკვლევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
rustavi2.ge