17-18 თებერვალს ავსტრიის ქალაქ ობერვარტში კაცებს შორის ევროპის ღია პირველობა ჩატრადა, სადაც საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობდა:
-60კგ – ლაშა ჩადუნელი, თემურ ნოზაძე, ამირან დარბაისელი.
-66კგ – ზვიად ხუბულური, ლაშა გიუნაშვილი, ნიკო ჭიკაიძე, გიორგი ქალდანი.
-73კგ – ზვიად კაპანაძე, ომარი ნიაზაშვილი, ფრიდონ გიგანი.
-81კგ – გიგა გიგაური.
-90კგ – გიორგი პაპუნაშვილი, თორნიკე ჯუღელი, ნოდარ ბერიანი.
-100კგ – იასონ ნემსაძე, ონისე სანებლიძე, დავით ოზბეთელაშვილი.
+100კგ – ონისე ბუღაძე, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ზაქარიაძე, გუგა კიბორძალიძე.
ქართველმა შეჯიბრზე 4 მედლის: 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
ოქროს მედლები ონისე სანებლიძემ და ონისე ბუღაძემ, ვერცხლის მედალი გიორგი ქავთარაძემ, დავით ოზბეთელაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ომარი ნიაზაშვილი, გიგა გიგაური და გიორგი პაპუნაშვილი მეხუთე ადგილზე გავიდნენ.