ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები მუცლის არეში მეუღლემ მიაყენა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
სავარაუდოდ, ინციდენტს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19/108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების მისაღებად, რის შემდეგაც მოხდება დამნაშავის დაკავება.
rustavi2.ge