საქართველოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს, პრობლემების გადაჭრის გზებს, მიწის კანონის და შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების განხილვას დაეთმო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის და ფრაქციის წევრების შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებთან, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა:
„გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონების გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის საკანონმდებლო ხედვაზე ვისაუბრეთ.
საუბარი შეეხო შრომის უსაფრთხოების საკითხებს და იმ ახალ მიდგომას, რაც დაანონსდა დღეს თბილისის შემთხვევაში.
სახელმწიფო რწმუნებულების მოსაზრებით, გასათვალისწინებელია რეგიონის სპეციფიკა და იმ სამშენებლო კომპანიების ფინანსური შესაძლებლობები, რომლებიც სამშენებლო პროცესებს აწარმოებენ რეგიონებში.
მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ შენარჩუნდეს ბალანსი შრომის უსაფრთხოებასა და ბიზნესის განვითარებას შორის. აღნიშნული მოსაზრება ფრაქციის წევრების მხრიდანაც გაზიარებულ იქნა.
მსჯელობა იყო მიწის და სოფლის სტატუსის საკითხებზე და ჩვენ აღნიშნული თემების ირგვლივ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდით“, _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.