თბილისში კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 2 ადამიანს დაეჯახა, რის შედეგადაც 1 დაიღუპა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ამ დროისთვის ნაპოვნია და ავტომობილიც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და ავტომანქანაც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. დანიშნულია ექსპერტიზები. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს“, _ ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.