ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მსუბუქი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა, ერთი მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შსს-მ “გურია ნიუსთან” განაცხადა, მომხდარზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.