რამდენიმე დღეში ოზურგეთში, პარტია “ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ.
როგორც „გურია ნიუსისთვისაა“ ცნობილი, აღნიშნული პოსტიდან, შესაძლოა, დავით დარჩია გადააყენონ და ის ახალმა კადრმა შეცვალოს.
ინფორმაცია, ყრილობის ჩატარების შესახებ, “გურია ნიუსთან“ საუბრისას პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დაადასტურა, თუმცა ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს, ამასთან დაკავშირებით დარჩია ამბობს, რომ ეს პარტიის გადასაწყვეტია და ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც ჩვენთვის არის ჩვენი ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის შეცვლა ოზურგეთში წაგებულ არჩევნებს უკავშირდება, ასევე, შეიცვლებიან ბიუროს წევრებიც.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბიუროს წევრებს: კობა დუნდუას, სოსო ერქომაიშვილს და გელა კობალაძეს ახალი კადრები _ ფრაქცია “ქართული ცნების“ თავმჯდომარე გელა აროშიძე და მისი მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილი შეცვლიან, ბიუროს წევრად დარჩება დავით დარჩია.
დავით დარჩია “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ ეს არის ერთადერთი პარტია და ძალა, რომელიც სიკეთეს მოუტანს ხალხს და ამას მალე მიხვდება საზოგადოება:
_ პარტიამ მერის არჩევნები წააგო, თორემ თვითონ პარტიას არჩევნები არ წაუგია, 20 000 ხმა მიიღო და მოიგო. ჩვენ ამ ადამიანებს გვერდში დავუდგებით და უყურადღებოდ არ დავტოვებთ, _ ამბობს დარჩია, რომელიც პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას არც უარყოფს ად არც ადასტურებს:
_ თებერვალში გავიდა ორწლიანი ვადა, რაც თავმჯდომარე ვარ, უკვე მეორედ. თუ პარტია გადაწყვეტს, რომ მე აღარ ვიყო, კი, ბატონო. სურვილი, რომ სულ დათო დარჩია იყოს, არ მაქვს, ღმერთმა დამიფაროს. ამას ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. არც ვალდებულები არიან შემითანხმონ, თუ გადაწყდება რომ ღირსეული კადრით შეიცვალოს, რატომაც არა. მე რამდენიმე წელი ვიყავი პარტიის თავმჯდომარე. თავმჯდომარედ ვის მოაზრებენ, ამას ვერ გეტყვით. თვითონ იციან, ალბათ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა.