შეძლებს თუ არა ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებასა და ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის წამოყენებას? _ ამ კითხვით ,,გურია ნიუსმა“ პოლიტიკის ექსპერტს სოსო ცინცაძეს მიმართა. როგორ პოლიტოლოგმა გვითხრა, ოპოზიციის ინტერესები შეუთავსებელია, ამიტომ მათი გაერთიანება არარელურია.
,,მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს, რადგან მათი ინტერესები შეუთავსებელია. ყველას ეყოლება თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი. რაც შეეხება მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, ყველა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდება. დღითიდღე ახლოვდება არჩევნები და მმართველი პარტიიდან ჩამიჩუმი არ ისმის. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ივანიშვილი დათანხმდება იყოს მათი საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ რას მოუტანს ყოფილ პრემიერს ეს ყველაფერი ზედმეტი ტვირთის გარდა, ჩემთვის გაუგებარია. თუმცა, ერთი მხრივ, პარტიისთვის კარგი იქნება, საუბარი შეწყდება არაფორმალურ მმართველობაზე. ჯერჯერობით, ოცნებას სხვა სახე არ ჰყავს“, _ გვითხრა ცინცაძემ.