სირიაში, დამასკოს გარეუბანში სირიის რეჟიმის მიერ გახორციელებულ ავიაიერიშის შედეგად ბოლო 48 საათის განმავლობაში 250 მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა შორის 58 ბავშვი და 42 ქალია, 1200-ზე მეტი ადამიანი კი დაჭრილია.
მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი 2013 წლის ქიმიურ დარტყმის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობის შემდეგ უდიდესია.
გაეროში აცხადებენ, რომ სირიაში სიტუაცია კონტროლიდან არის გამოსული.