ალინა ზაგიტოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში ქალ მოციგურავებს შორის დღეს გამართულ შეჯიბრების მოკლე პროგრამაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აღნიშნული ინფორმაცია Pyeongchang 2018-ზე ვრცელდება.
რუსმა ოლიმპიურმა ათლეტმა 82.92 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილას მისი თანამემამულე, ევგენია მედვედევა 81.61 ქულით იმყოფება, მესამე ადგილს კი კანადელი მოციგურავე, კეიტლინ ოსმონდი 78.87 ქულით იკავებს.