სამუშაო დღის ბოლოს თვალები გვეღლება. ამას სიმშრალისა და წვის შეგრძნება და გართულება რომ არ მოჰყვეს, საჭიროა ვიცოდეთ, რა იწვევს
მას და დროზე ვუმკურნალოთ.
ცრემლი “პოხავს” თვალის კაკლებს, რადგან შეიცავს რქოვანას მკვებავ ნივთიერებას, იცავს თვალებს პათოგენური მიკრობებისა და სიმშრალისგან. ის თანაბრად ატენიანებს თვალებს მხოლოდ დახამხამების დროს. როდესაც ირღვევა ბუნებრივი დატენიანების პროცესი, თვალებში ჩნდება უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლდენა, ბოლოს კი სიმშრალე, ამ მდგომარეობას ექიმები უწოდებენ “მშრალი თვალის სინდრომს”. ოფთალმოლოგები რქოვანას სიმშრალის მიზეზად ასახელებენ ავიტამინოზს, ზოგიერთ (კონტრაცეპტივები, ანტიდეპრესანტები და სხვ.) ალერგიის საწინააღმდეგო წამლებზე რეაქციას.
სპეციალისტები თვალების გადაღლისას გვირჩევენ ხშირად ახამხამოთ ქუთუთოები. გარდა ამისა, უნიშნავენ “ხელოვნური ცრემლის” პრეპარატებს.